Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ მიიღო რეზოლუცია ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ


გაეროს სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უკრაინის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყირიმში ირღვევა ადგილობრივი თათრების, უკრაინელებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებები. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, აღკვეთოს ხალხის დაუსაბუთებელი დაკავება და წამება, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები, გააუქმოს „ყირიმელი თათრების მეჯლისის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ყირიმში საერთაშორისო მეთვალყურეებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეუფერხებლად ჩასვლა. გაეროს სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ყირიმი და სევასტოპოლი მოხსენიებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 73-მა ქვეყანამ 23-ის წინააღმდეგ, 76-მა კი თავი შეიკავა.

XS
SM
MD
LG