Accessibility links

logo-print

გერმანიის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი საუბრობს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე


გერმანიის საშინაო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი ჰანს-გეორგ მასენი შიშობს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს, გავლენა მოახდინოს გაისისთვის გერმანიაში დანიშნული საყოველთაო არჩევნების შედეგებზე. 15 ნოემბერს, როიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, მასენმა გაიხსენა შარშანდელი შემთხვევა, როცა რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობა ვითომდა მიგრანტთა მიერ, ბერლინში გაუპატიურებულ რუს ქალზე. მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ყალბ ცნობებს ემყარებოდა. გუშინდელ ინტერვიუში მასენმა თქვა, რომ ამგვარი რამ შეიძლება მომავლშიც განმეორდეს და ამიტომ მისი უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს. „გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნაწილი იმ ჰიბრიდული კამპანიისა, რომლის ამოცანაა, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“, დასძინა მან. გასულ კვირაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აღრიცხულია რუსეთიდან წარმოებული საინტერნეტო შეტევებისა და დეზინფორმაციის მცდელობის არაერთი შემთხვევა.

XS
SM
MD
LG