Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას განცხადებით, მასა და ტრამპს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ძალაუფლების „რბილად“ გადაცემა აუცილებელია


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მასა და მის მემკვიდრეს, დონალდ ტრამპს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ის ყოველ ღონეს იხმარს მომავალი პრეზიდენტისთვის ძალაუფლების „რბილად“ გადასაცემად. დღეს ათენში გამოსვლისას, ობამამ თქვა, რომ ის და მისი მემკვიდრე უკიდურესად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ „ამერიკის დემოკრატია ნებისმიერ ცალკეულ ადამიანზე უფრო დიდია“. პრეზიდენტის რანგში ობამა მართავს თავის ბოლო უცხოურ ტურნეს, რომელიც გუშინ საბერძნეთში დაიწყო, დღეს გერმანიაში გაგრძელდება და კვირის ბოლოს პერუში დასრულდება. თავის დღევანდელ გამოსვლაში ობამამ ისაუბრა იმ პრინციპების ერთგულებაზეც, რომელთა დაცვას ზოგჯერ ართულებს გლობალიზაციასთან და სამუშაო ადგილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ევროპაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპის ინტეგრაცია და ევროპის კავშირი კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენათა რიგშია და დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ევროპა.

XS
SM
MD
LG