Accessibility links

რუსეთმა გაიწვია თავისი ხელმოწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტიდან


რუსეთმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გაიწვია თავისი ხელმოწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტიდან. განკარგულება, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აწერს ხელს, ავალებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ გადაწყვეტილების შესახებ ამცნოს გაეროს. „სასამართლომ ვერ გაამართლა მოლოდინი, რომელიც მას უკავშირდებოდა და ვერ მოახერხა სრული დამოუკიდებლობის მიღწევა,“ წერს სამინისტრო და განაგრძობს, რომ სასამართლოს მუშაობა იყო ცალმხრივი და არაეფექტიანი. მოსკოვის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა 14 ნოემბერს სასამართლოს მთავარი პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებას, რომ მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში შეფასებული უნდა იქნეს, როგორც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. გაეროს თანახმად, უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული რაზმების და უკრაინის არმიის დაპირისპირების განმავლობაში 2014 წლის აპრილიდან, 9600 ადამიანი იქნა მოკლული. 2000 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „რომის წესდებას“, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. ამ სასამართლოს შექმნის მიზანი ომის დანაშაულთა გამოძიებაა.

XS
SM
MD
LG