Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებენ


ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებენ. „კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველს გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლით და უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მოქალაქისთვის, თუ ის არ არის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი პოროშენკო არათუ სარგებლობს აშკარა ბანდიტების მომსახურებით, არამედ მათ რჩევებსაც ყურს უგდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა და მიზეზად დაასახელა პეტრო პოროშენკოს მიერ კორუფციული კლანების მფარველობა.

XS
SM
MD
LG