Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გადაწყვეტა, გადასინჯოს სამ გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებულ პირთა განაჩენები


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გადასინჯავს უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენებს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სისხლის სამართლის სამ საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე. პროკურორის დადგენილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული, კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანის დის, მსჯავრდებული ნორა არღვლიანის მიმართ. პროკურატურის თანახმად, გადასინჯვის გადაწყვეტილების მიღებამდე, ხსენებულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. „პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG