Accessibility links

logo-print

წარსულში ჯულიანის კავშირები ირანისა და სერბიის პოლიტიკურ ჯგუფებთან კანდიდატის მისამართით კითხვებს აჩენს


რუდი ჯულიანის, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე, წარსულში კავშირები ჰქონდა სერბიის და რუსეთის, ასევე ირანისა პოლიტიკურ ლიდერებთან ან გაერთიანებებთან. ეს შესაძლოა გულმოდგინე შესწავლის საგანი გახდეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი სწორედ ნიუ-იორკის ყოფილ მერს მიიჩნევს ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ცნობილია, რომ 2012 წელს ჯულიანი ბელგრადში შეხვდა სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც წარსულში სლობოდან მილოშევიჩის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო. კიდევ ერთი ეპიზოდია კავშირები ირანის ანტისამთავრობო ჯგუფ „მოჯაჰედინ ე-ხალყთან“ და მისგან ფინანსების მიღება. ეს ჯგუფი დაკავშირებული იყო ექვსი ამერიკელის მკვლელობასთან 1970-იან წლებში, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის შავი სიიდან ჯგუფი 2012 წელს სწორედ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის დროს ამოიღეს. ჯულიანი არ მალავს, რომ მისი კავშირები ამ ჯგუფთან „გამჭვირვალეა“. თავის დროზე ჯულიანი ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს სწორედ მისი უცხოური კავშირების გამო აკრიტიკებდა, რის გამოც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა თავად ჯულიანის მოუწევს ანალოგიურ ბრალდებებზე პასუხის გაცემა.

XS
SM
MD
LG