Accessibility links

კრემლი „ჭორს“ უწოდებს ტრამპ-პუტინის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირის დასაწყისში მათი შესაძლო შეხვედრის თაობაზე გამოთქვეს მოსაზრება, მაგრამ არ უსაუბრიათ იმაზე, თუ სად და როდის შეიძლება გაიმართოს ასეთი შეხვედრა. 17 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „ჭორი“ უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობას, თითქოს ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპი მალევე აპირებდეს მოსკოვში ჩასვლას. გაზეთმა „იზვესტიამ“ რესპუბლიკური პარტიის ინკოგნიტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები სამიტის მოსკოვში გამართვაზე შეთანხმდნენ, რაც, გაზეთის ცნობით, სავარაუდოდ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება.

XS
SM
MD
LG