Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვარშალომიძემ უარი თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე


აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ "ვერ გაამართლა მოლოდინები და ვერ დაიცვა ხმები". მისივე განცხადებით, ის არ მიდის პოლიტიკიდან და მხარდამჭერებთან აქტიურ ურთიერთობას გეგმავს. ლევან ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობდა. მას აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს, რომელიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

XS
SM
MD
LG