Accessibility links

logo-print

გადადგომის შესახებ გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის უწყების დირექტორმა, კლეპერმა


ხუთშაბათს თავის გადადგომის შესახებ გამოაცხადა აშშ-ის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიმ კლეპერმა. კლეპერი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სამსახურების მუშაკთა საგანგებო კომიტეტში. მისი თქმით, თანამდებობაზე კიდევ 64 დღეს დარჩება. კლეპერმა რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციაში და ივარაუდა, რომ იგივე ვითარება დარჩება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დროსაც. მისი თქმით, ვერ ხედავს ამ რეგიონში ვითარების მოგვარების პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG