Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება მიტ რომნის კანდიდატურა


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მიტ რომნის კანდიდატურას განიხილავს, - იუწყება ამერიკული ტელეარხი MSNBC. მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი რომნისთან შეხვედრას გეგმავდა. 69 წლის მიტ რომნი აშშ-ის ”რესპუბლიკური პარტიის” წევრია. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ბარაკ ობამას მოწინააღმდეგე იყო.მიტ რომნი მხარს უჭერდა ამერიკული შეიარაღებული ძალების შეჭრას ერაყში და ავღანეთში. ის ასევე ცნობილია თავისი მკვეთრი გამოთქმებით რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ.

XS
SM
MD
LG