Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ბერლინში შეხვდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამოიყენებს „რეალპოლიტიკის მიდგომას“ რუსეთთან ურთიერთობაში, - იუწყება ამერიკული გამოცემა ABC News. „მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი ჩემი მიდგომა რუსეთისადმი არ შეცვლილა“, - განაცხადა ობამამ ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. „ვიმედოვნებ, რომ არჩეულ პრეზიდენტს რუსეთისადმი კონსტრუქციული მიდგომა ექნება, რომ ის ითანამშრომლებს რუსეთთან იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ღირებულებები და ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ასევე, შეეწინააღმდეგება რუსეთს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვევა“, - აღნიშნა ობამამ. პრეზიდენტის რანგში ობამა მართავს თავის ბოლო უცხოურ ტურნეს, რომელიც საბერძნეთში დაიწყო, გერმანიაში გრძელდება და კვირის ბოლოს პერუში დასრულდება. 18 ნოემბერს ობამა ბერლინში შეხვდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს.

XS
SM
MD
LG