Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს საკანონმდებლო ორგანოს პირველივე სხდომაზე


ახალი პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პირველივე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობა შეუძლია პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. ამასთან, როგორც ცნობილია, მე-9 მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის დასახელებას მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტია - ”ქართული ოცნება” გეგმავს. ამ პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

XS
SM
MD
LG