Accessibility links

მუშაობას შეუდგა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი


საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია. დროებითი სამანდატო კომისიის მიერ მომზადებული შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 146 ხმით მიიღო. ამის შემდეგ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს,რომ იქნებიან „კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. დღესვე ახლადარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას რეგისტრაციისთვის წარედგინება მიმართვები უმრავლესობა-უმცირესობის და საპარლამენტო ფრაქციების ფორმირების შესახებ. ასევე განისაზღვრება კომიტეტებში ფრაქციებისთვის განკუთვნილი კვოტები. პარლამენტის სხდომა კი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს პარლამენტის ახალ შემადგენლობასთან და გაიმეორა, რომ თავის მხრივ კვლავ იქნება კონსტიტუციის, სახელმწიფო ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი. „ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG