Accessibility links

ჩერნოგორიამ დაასახელა გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ორი რუსის ვინაობა


ჩერნოგორიის პროკურატურამ გაამხილა იმ რუსი მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც ქვეყანაში მასობრივ არეულობასა და პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის პოლიტიკურ მკვლელობას გეგმავდნენ. იმისათვის, რათა თავიდან აეცილებინათ ჩერნოგორიის ნატოში გაგვეწერინება, პროკურატურის ინფორმაციით ვლადიმირ პოპოვმა და ედუარდ შიროკოვმა ორგანიზება გაუკეთეს კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც უნდა მოეკლა პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი. ამ მიზნით მათ 200 ათასი ევრო გადაუხადეს სერბ ალექსანდ სინდელიჩს, სერბული ნაციონალისტური მოძრაობა „მგლების“ ლიდერს. სინდელიჩი, გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილ სხვა 19 პირთან ერთად ჩერნოგორიაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება .

XS
SM
MD
LG