Accessibility links

logo-print

დეპუტატ კალაშნიკოვის განცხადებას სოხუმისა და ცხინვალის აღშფოთება მოჰყვა


რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადების გამო ცხინვალმა და სოხუმმა შეშფოთება გამოთქვეს. უკმაყოფილება კალაშნიკოვის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან 2 დღის წინ რუს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. სააგენტო “რია ნოვოსტი”-ის ცნობით, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარების პარალელურად “კონფედერაციის” ვარიანტის განხილვა, შესაძლოა, საქართველოსთვის კონფლიქტის მოგვარების ვარიანტი იყოს. “თუ მოლდოვა დნესტრისპირეთში ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარებას კონფედერაციის გზით შეძლებს და, ამასთანავე, რუსეთთან ურთიერთობებს განავითარებს, ეს იქნება კოპირება საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად”, - მოჰყავს კალაშნიკოვის სიტყვები ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. ამ განცხადების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ლეონიდ კალაშნიკოვის მოსაზრება “ძალზე ნეგატიურად და არაპროფესიონალურად” ჟღერს. სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს ცნობით, თავად კალაშნიკოვმა 18 ნოემბერს ახალი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, მისი განცხადება ეხებოდა მხოლოდ “საქართველოს, სადაც არსებობს უამრავი ეროვნული კონფლიქტი, რომელსაც მოგვარება სჭირდება”.

XS
SM
MD
LG