Accessibility links

logo-print

ხმელთაშუა ზღვაში წელს 1000 მიგრანტით მეტი დაიღუპა, ვიდრე მთელი 2015 წლის განმავლობაში


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, წელს 4636 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრის მცდელობისას, რაც 1000-ით მეტია მთელი გასული წლის მაჩვენებელზე. მსხვერპლის შესახებ ეს ინფორმაცია 18 ნოემბერს გააცნო ჟურნალისტებს ორგანიზაციის პრესმდივანმა, ლეონარდ დოილმა. უმეტესწილად, აფრიკელი მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან მიეშურებიან ევროპისაკენ - ცდილობენ, ხშირად, რეზინის ნავებით მიაღწიონ იტალიის კუნძულებს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ გააჩნიათ თავშესაფრის მიღების შანსი.

XS
SM
MD
LG