Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში რუსეთის საელჩომ მთავრობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოხატავს „აღშფოთებას“ და მოითხოვს განმარტებას


შვეიცარიაში რუსეთის საელჩომ მთავრობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც „აღშფოთებას“ გამოხატავს და მოითხოვს განმარტებას, რატომ მიჰყვებოდნენ შვეიცარიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები ავიალაინერს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები მიჰყავდა აპეკის სამიტზე შვეიცარიის საჰაერო სივრცის გავლით. საელჩოს მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ, ავიალაინერის საფრენი გეგმა წინასწარ იყო ცნობილი. ინციდენტი წინა დღით მოხდა, როცა თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთის წარმომადგენლები მიემგზავრებოდნენ პერუს დედაქალაქ ლიმაში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე.

XS
SM
MD
LG