Accessibility links

logo-print

დიკ სხოფი: „ისლამური სახელმწიფოს“ 60-დან 80-მდე წევრი გეგმავს ტერაქტებს ევროპაში


ევროპაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 60-დან 80-მდე წევრი გეგმავს ტერაქტებს. ამის შესახებ განაცხადა ნიდერლანდის ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულმა კოორდინატორმა, დიკ სხოფმა. მისი სიტყვებით, ისლამისტები საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ, დარჩნენ ევროპაში თავდასხმების მოსამზადებლად და არ წავიდნენ სირიასა და ერაყში საბრძოლველად. სპეცსამსახურების ცნობით, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში არ გაზრდილა ჯიჰადისტების მხარეს საბრძოლველად წასული ევროპელების რიცხვი. ამავე დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ უკანდახევამ შესაძლოა მოახდინოს ლტოლვილთა ახალი ტალღის პროვოცირება, რაც საფრთხეს შეიცავს ევროპის სტაბილურობისთვის, განაცხადა სხოფმა ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში. შარშან ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.

XS
SM
MD
LG