Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-მდე ქვეყანამ შეიმუშავა პარიზის შეთანხმებების განსახორციელებელი გეგმა


მსოფლიოს ორასამდე ქვეყანამ პარიზის შეთანხმებების განსახორციელებელი გეგმა შეიმუშავა კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც გაერომ ჩაატარა მაროკოში. ათობით სახელმწიფომ განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს 2050 წლისთვის ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის უზრუნველყოფაზე. ეს შესაძლებელს გახდის, არ იქნეს დაშვებული გლობალური დათბობა ერთნახევარ გრადუსზე უფრო მეტად. კონფერენციის მონაწილეებმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდეს, არ გამოვიდეს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი პარიზის შეთანხმებებიდან. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპი აცხადებდა, რომ უარს იტყვის შეთანხმებებზე და დაფინანსებას შეუწყვეტს გაეროს პროგრამებს, რომლებიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ არის მიმართული. ტრამპი გლობალურ დათბობას „მისტიფიკაციას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG