Accessibility links

logo-print

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ინდოეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უტარ-პრადეშის შტატში სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონი გადავიდა რელსებიდან. დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. როგორც ინდოეთის მედია იტყობინება, ნამსხვრევებიდან ამოიტანეს 100 ადამიანის გვამები. ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ნათელი. ინდოეთში, სადაც სარკინიგზო ტექნიკის უდიდესი ნაწილი მოძველებულია, საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი ავარიები.

XS
SM
MD
LG