Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ რუსეთს „დიადი ქვეყანა“ უწოდა


ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ რუსეთს „დიადი ქვეყანა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავისი პირველი შეხვედრისას. ორი ქვეყნის ლიდერებმა 19 ნოემბერს გამართეს მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე, პერუს დედაქალაქ ლიმაში. დუტერტემ გააკრიტიკა დასავლური „ბულინგი“ და „ფარისევლობა“ და თქვა, რომ აშშ-თან კავშირების ნდობა არ შეიძლება. პუტინმა დუტერტეს მიულოცა მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ ფილიპინების ლიდერმა უკვე ბევრი გააკეთა რუსეთსა და ფილიპინებს შორის ნდობის გასამყარებლად. უკანასკნელ ხანებში დუტერტემ არაერთხელ გააკრიტიკა ბარაკ ობამა და აშშ, ფილიპინების ძველი მოკავშირე. პერუში გამგზავრების წინ მან განაცხადა, რომ თუკი რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოს „ახალი წესრიგის“ შექმნაზე შეთანხმდებიან, ის პირველი იქნება, ვინც მას შეუერთდება.

XS
SM
MD
LG