Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას


რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის განვითარებას. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა 19 ნოემბერს გამართეს მოლაპარაკებები პერუს დედაქალაქ ლიმაში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციის, აპეკის სამიტის კულუარებში. აპეკის სამიტი ემთხვევა აშშ-ში პროტექციონიზმისკენ მიმართული განწყობის გაძლიერებას პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ამის შედეგად შესაძლოა ჩაიშალოს წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო გარიგება, რომელიც გამორიცხავს ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში უდიდეს ქვეყანას, ჩინეთს.

XS
SM
MD
LG