Accessibility links

logo-print

ლიმაში შედგა ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის ხანმოკლე შეხვედრა


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ლიმაში, აპეკის სამიტის კულუარებში, მოკლედ გაცვალეს აზრები - პირველად მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტების საუბარმა ოთხ წუთს გასტანა. ობამამ პუტინს მოუწოდა, რუსეთმა დაიცვას მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ცნობის თანახმად, ობამამ ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებს, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვს, მოუწოდა გააგრძელონ მუშაობა სირიაში ძალადობის შემცირებისა და ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.

XS
SM
MD
LG