Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვებამდე სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების თაობაზე. პერუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრობლობის სამიტის ფარგლებში გამართული ვრცელი პრესკონფერენციის დროს, ობამამ გააკრიტიკა ირანი და რუსეთი სირიის სასტიკ სამოქალაქო ომში მათი როლისათვის. ობამას თქმით იგი 20 ნოემბერს უკრაინის თაობაზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა მას, დაარწმუნოს მოსკოვის მხრიდან მომლაპარაკებელები, იმუშაონ საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებთან, რათა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG