Accessibility links

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო გენერალური შტაბის უფროსის საკითხს განიხილავს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს იმსჯელებს თანამდებობიდან შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გათავისუფლების და ახალი უფროსის დანიშვნის საკითხზე. გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვახტანგ კაპანაძეს ამ თანამდებობაზე მუშაობის სამწლიანი ვადა 22 ნოემბერს ეწურება. ამასთან, თავდაცვის მინისტრის წარდგინებით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ვადის ერთი წლით გაგრძელება. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია კიდევ რამდენიმე საკითხი, მათ შორის სამხედრო აღმშენებლობა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და პროგრესი ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების პროცესში. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 17 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG