Accessibility links

logo-print

უზენაესი სასამართლო იწყებს ”რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვას


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იწყებს სამაუწყებლო კომპანიის, ”რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვას. ტელეკომპანიის ადვოკატები ითხოვენ, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, “რუსთავი 2“-ის მფლობელად გამოცხადდა ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში. ადვოკატების ინფორმაციით, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას თხოვდნენ, თუმცა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს არ დათმობენ და მაყურებლებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, ტელეკომპანია დაიცვან.

XS
SM
MD
LG