Accessibility links

უკრაინა აღნიშნავს „ღირსებისა და თავისუფლების დღეს“


უკრაინაში ზეიმობენ „ღირსებისა და თავისუფლების დღეს“, დღესასწაულს, რომლითაც ქვეყანაში აღინიშნება 2013 წლის ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დაწყება, რომელიც ოთხი თვის თავზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს საპროტესტო აქციის დროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტთან“ შეტაკებაში დაღუპული „ზეციური ასეულის“ მონუმენტი. 21 ნოემბერს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორდენებით დააჯილდოვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.

XS
SM
MD
LG