Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზიმ აღიარა მარცხი შიდა პარტიულ არჩევნებზე


საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღიარა მარცხი შიდა პარტიული არჩევნების პირველ რაუნდში, რომელშიც მისი მეტოქეები კონსერვატიული პარტიის ლიდერები და წარსულში ქვეყნის პრემიერ-მინისტრები იყვნენ. „მე ვერ შევძელი ამომრჩევლების დარწმუნება“, - განაცხადა 20 ნოემბერს სარკოზიმ, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა ალენ ჟიუპესა და ფრანსუა ფიიონის შემდეგ. სწორედ ეს ორნი იბრძოლებენ ერთიანი კანდიდატის ტიტულისათვის მეორე რაუნდში. სარკოზიმ განაცხადა, რომ მომდევნო ტურში იგი მხარს დაუჭერს ფიიონს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2007-2012 წლებში.

XS
SM
MD
LG