Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმში უკრაინელი დივერსანტების კიდევ ერთი ჯგუფი შეიპყრეს


რუსეთის სამართალდამცავი უწყების თანახმად, სპეცსამსახურებმა „უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის“ სულ მცირე ორი წევრი შეიპყრეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით 20 ნოემბერს გადაიცა ორი სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკითხვის კადრები. იუწყებიან, რომ უკრაინის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე ოლექსი სტოჰნი და გლებ შაბლი გასულ კვირაში დააპატიმრეს. მათ გარდა კიდევ სამი ეჭვმიტანილი იყვნენ გაერთიანებული ჯგუფში, რომელიც ყირიმში დივერსიული აქტები ჩატარებას გეგმავდა. რუსეთის ხელისუფლებამ 10 ნოემბერსაც განაცხადა სევასტოპოლში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეპყრობის თაობაზე. უკრაინის მხარემ ამ ცნობას „რუსეთის პროპაგანდის მიერ შეთითხნილი მორიგი ცილისწამება“ უწოდა.

XS
SM
MD
LG