Accessibility links

logo-print

საფრანგეთი ტერაქტის აღკვეთის შესახებ იუწყება


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევის ცნობით, პოლიციამ შაბათ-კვირას განხორციელებული რეიდის შედეგად მარსელსა და სტრასბურგში დააპატიმრა საფრანგეთის, მაროკოს და ავღანეთის 7 მოქალაქე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ ტერორისტული აქტების განხორციელებას. ეჭვმიტანილების შესახებ მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, ცნობილია, რომ მათი ასაკი 29-37 წლებს შორის მერყეობს.საფრანგეთში ნაწილობრივ კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებამ შემოიღო მას შემდეგ, რაც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზსა და მის გარეუბანში მომხდარი თავდასხმების შედეგად 130 კაცი დაიღუპა. ბერნარ კაზნევის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 418 პირია დაპატიმრებული.

XS
SM
MD
LG