Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას თინა ბერძენიშვილი შეასრულებს. ახალი დირექტორის ასარჩევად კი სამეთვალყურეო საბჭო ვადამდელ კონკურსს გამოაცხადებს. თავის დროზე გიორგი ბარათაშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორად დარჩენას დიდი ხმაური მოჰყვა. 2013 წლის მარტში იგი სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით პოსტიდან გაათავისუფლა. ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენის და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება კი საქალაქო სასამართლომ მიიღო. უცნობია, თუ რატომ რა გახდა ამჯერად გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი.

XS
SM
MD
LG