Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზრდასრულთა განათლება და აქტიური ქალები


ზრდასრულთა განათლება და აქტიური ქალები
please wait

No media source currently available

0:00 0:44:29 0:00

დღეს საქართველოში ზრდასრულთა განათლების ათი ცენტრი ფუნქციონირებს. მათგან ბოლო, ამბროლაურში, 10 ნოემბერს გაიხსნა. ზრდასრულთა განათლების ცენტრებში ბენეფიციარები პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსებს გადიან. რამდენად წარმატებულია საქართველოში ზრდასრულთა და სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების იდეა და რამდენად აქტიურობდნენ ბენეფიციართა შორის ქალები? ამ საკითხზე "გენდერულ ამბებში" საუბრობენ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ლიკა კაციტაძე და პროექტების კოორდინატორი დავით ჯიქია.

XS
SM
MD
LG