Accessibility links

გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაია


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებითვე, გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ორივე განკარგულება 22 ნოემბრითაა დათარიღებული.

XS
SM
MD
LG