Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დღესასწაულების წინ ევროპაში არსებობს ტერაქტების საფრთხე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შობის და ახალი წლის დღესასწაულების წინ, ევროპაში არსებობს ტერაქტების საფრთხე. სახელმწიფო დეპარტამენტი სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები, „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“ ევროპის ქვეყნებში გეგმავენ თავდასხმებს, რომელთა პოტენციური სამიზნეა საშობაო ბაზრობები და ფესტივალები. სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ ტურისტულ ობიექტებში, ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.

XS
SM
MD
LG