Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი „უკანონო პროვოკაციას“ უწოდებს უკრაინის მიერ ორი რუსი ჯარისკაცის დაკავებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „უკანონო პროვოკაცია“ უწოდა ორი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაკავებას. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მინსკში ვიზიტისას 22 ნოემბერს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები უკრაინის უშიშროების ძალებმა დააკავეს. მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი ყირიმში იქნენ დაკავებული და მოითხოვს მათ „დაუყოვნებლივ დაბრუნებას“. მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ორივე რუსი ჯარისკაცი შეიპყრეს უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. უკრაინა მათ ადანაშაულებს დეზერტირობაში - რუსეთის მხარეს გადასვლაში მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. მიმდინარე თვეში რუსმა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ყირიმში დააკავეს უკრაინელი „დივერსანტების ჯგუფის“ ხუთი სავარაუდო წევრი. კიევმა "მორიგი შეთითხნილი ცნობა" უწოდა ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG