Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ომში 1000-ზე მეტი ირანელი მებრძოლი დაიღუპა


ირანში გავრცელებული ინფორმაციით, 1000-ს აღემატება სირიის ომში დაღუპული ირანელი მებრძოლების რიცხვი. ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმის“ ცნობით, ამის შესახებ გამოაცხადა „წამებულთა ფონდის“ თავმჯდომარემ, მოჰამადალი შაჰიდი მაჰალათიმ, რომლის ორგანიზაციაც დახმარებას უწევს ირანისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. მაჰალათიმ დაღუპულებზე საუბრისას ახსენა „სალოცავის დამცველები“ - ასე მოიხსენიებენ ირანელ ჯარისკაცებს, რომლებიც სირიაში იბრძვიან რეგიონში თეირანის მოკავშირის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად. ირანი ირწმუნება, რომ მისი მებრძოლები მოხალისეები არიან და სირიაში შიიტთა სალოცავებს იცავენ.

XS
SM
MD
LG