Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა შეარბილა პოზიცია გლობალური კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების საკითხში


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შესაძლოა, აღარ აპირებდეს, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, რომ უარს იტყვის კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებაზე. 22 ნოემბერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ტრამპმა თქვა, რომ მართლაც არსებობს კავშირი ადამიანის საქმიანობასა და გლობალურ დათბობას შორის. მისივე თქმით, მას მოქნილი პოზიცია ექნება კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად პარიზში გაფორმებული შეთანხმების დაცვის საკითხში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა შეშფოთება გამოიწვია გარემოს დამცველებსა და გლობალური დათბობის თემაზე მომუშავე მკვლევრებში, როცა გამოაცხადა, რომ გააუქმებდა პარიზის შეთანხმებაზე აშშ-ის ხელმოწერას. იუწყებიან ასევე, რომ ტრამპის თქმით, ის არ აპირებს რაიმე სახის „გადატვირთვას“ რუსეთთან ურთიერთობაში, თუმცა ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა ურთიერთობა უნდა გააუმჯობესონ - განსაკუთრებით სირიის პრობლემასთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG