Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკების განახლებისაკენ


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მოუწოდა, განაახლონ მოლაპარაკება ბირთვული არსენალის შესამცირებლად. ბან კი-მუნი 22 ნოემბერს ნიუ-იორკში გამოვიდა ამ მოწოდებით. რუსეთზე და აშშ-ზე მოდის მსოფლიოში ბირთვული არსენალის 95%-მდე. ახალი ხელშეკრულება „სტარტი“ ამ ორ ქვეყანას ავალებს 2018 წლისთვის 1550-მდე შეამცირონ ბირთვული ქობინების რიცხვი და ასევე შეამცირონ გადამტანი და გასასროლი დანადგარების რაოდენობა. აშშ-ის მარაგი გაცილებით ნაკლებია მაშინ, როცა რუსეთი - თავდაცვის ზოგი ამერიკელი ექსპერტის ვარაუდით - არ აპირებს „სტარტით“ გათვალისწინებული პირობების შესრულებას.

XS
SM
MD
LG