Accessibility links

logo-print

აშშ და რუსეთი მოითხოვენ პრაღაში დაკავებული რუსი ჰაკერის ექსტრადიციას


ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, როგორც აშშ, ისე რუსეთი მოითხოვენ ჰაკერობაში ბრალდებული ევგენი ნიკულინის ექსტრადიციას. 29 წლის ნიკულინი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 5 ოქტომბერს პრაღაში დააკავეს აშშ-ის მოთხოვნით, ჰაკერობასა და მონაცემების მოპარვაში ბრალდების საფუძველზე. საინფორმაციო სააგენტო „ჩე-ტე-კა“-ს ცნობით, ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის ექსტრადიციის შესახებ ორივე მოთხოვნას, სასამართლოსათვის მათ გადაცემამდე. აშშ-ში ნიკულინს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, მათ შორის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და მონაცემების მოპარვის ბრალდებებს. რუს ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მიმართავენ ზომებს, რათა არ დაუშვენ აშშ-სათვის ნიკულინის გადაცემა.

XS
SM
MD
LG