Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დასრულდა ქალაქ მოსულისათვის ალყის შემორტყმის ოპერაცია


ერაყში შიიტი მებრძოლები აცხადებენ, რომ დაასრულეს ისლამისტი ექსტრემისტების მთავარი დასაყრდენის, ქალაქ მოსულისათვის ალყის შემორტყმის ოპერაცია და შედეგად ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ მოწყვეტილია ერაყის დანარჩენ ტერიტორიას. ერაყელი შიიტების რაზმების გაერთიანება როგორც ამბობს, მოსულისაკენ დასავლეთიდან წინსვლის შედეგად, მან 23 ნოემბერს დაიკავა პოზიციები ქურთი მებრძოლების გვერდით, ალყის ხაზის შესავსებად. ქურთი მებრძოლები, რომლებსაც „ფეშმერგად“ მოიხსენიებენ, მთავრობის ჯარები და სუნიტების რაზმები უკვე იდგნენ მოსულის ჩრდილოეთ და სამხრეთ გარეუბნებთან, ხოლო მთავრობის ჯარების ნაწილი წინ მიიწევს აღმოსავლეთ გარეუბნებში. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ავიაიერიშის შედეგად 23 ნოემბერს მწყობრიდან გამოვიდა მეოთხე ხიდი მოსულში, მდინარე ტიგროსზე. ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ერთადერთი ხიდი რჩებათ მოსულის ორი ნაწილის დამაკავშირებლად.

XS
SM
MD
LG