Accessibility links

ირანი იმუქრება საპასუხო ზომებით, თუ აშშ მას კვლავ დაუწესებს სანქციებს


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანი უპასუხოდ არ დატოვებს მისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ხამენეი ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გასულ კვირაში გამართულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც მიემხრნენ ირანისათვის იმ სანქციების კიდევ 10 წლით გაგრძელებას, რომლებიც ამოქმედდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე უთანხმოების დაწყებამდე. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ სენატმა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 23 ნოემბერს ხამენეიმ აღნიშნა, რომ ახალი სანქციებით დაირღვეოდა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, რომელსაც შარშან მიაღწიეს და რომლის მოთხოვნითაც ირანმა მნიშვნელოვნად შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა - სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG