Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავადმყოფოში გარდაიცვალა ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე


საავადმყოფოში გარდაიცვალა ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, რომელსაც 14 ოქტომბერს, თბილისში მიაყენეს მძიმე ტრავმები. მისი გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ”ტრანსგენდერ ქალთა ცენტრმა. „მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება, ქვეყანაში დანაშაულისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით“ - ნათქვამია ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ტატიშვილის განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, სასამართლომ უნდა მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს შესაბამისი გარემოებები და მიიღოს რელევანტური გადაწყვეტილება. ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე სამართალდამცავებმა ოქტომბერშივე დააკავეს პირი, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG