Accessibility links

საქართველოში ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი


საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანი. ის დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მიხეილ ჯანელიძეს და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს. დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესია. ორმხრივი პოლიტიკური ფორმატი, „უორდროპის დიალოგი“ 2014 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას. საქართველოში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG