Accessibility links

logo-print

პარლამენტი მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს


საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებით დაიწყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. შესაბამისი პროფილის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 16 საათამდე გასტანსა. მთავრობის წარდგენილი შემადგენლობა ხვალ, 25 ნოემბერს შეხვდება საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოს პატრიოტების“ და უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტმა კენჭი 26 ნოემბერს უნდა უყაროს. საქართველოს პარლამენტს 22 ნოემბერს წარედგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა და მისი ოთხწლიანი პროგრამა, სახელწოდებით, „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა."

XS
SM
MD
LG