Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს შეხვდეს ევროკავშირის ლიდერებს, რათა დაარწმუნოს ისინი, შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირის ლიდერებთან, დონალდ ტუსკთან და ჟან-კლოდ იუნკერთან 24 ნოემბრის შეხვედრის ფონია კიევის შეშფოთება იმით, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეარბილდება დასავლეთის სიმტკიცე რუსეთის მიმართ. მომავალ თვეში ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციების საკითხზე. თუმცა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი კრემლთან უფრო შემრიგებლური მიდგომისა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ცნობის შესახებ. უკრაინა მოელის, რომ ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში სანქციების გარდა, შეტანილი იქნება უკრაინელი მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხიც. „ყურადღების ცენტრში, ჩვენი აზრით უნდა იყოს, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესია და სანქციების გახანგრძლივება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

XS
SM
MD
LG