Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. სპორტსმენები ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ. ჯილდოები სპორტსმენებს 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაზე გადასცა.

XS
SM
MD
LG