Accessibility links

logo-print

„თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში უჩივლებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას


ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით. პარტია უკანონოდ მიიჩნევეს კომისიის 2016 წლის 22 ნოემბრის განკარგულებას, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. „თავისუფალი დემოკრატები“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განკარგულების გაუქმებამდე მისი მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში ”მრეწველებმა” ფრაქცია შექმნეს. ფრაქციის შექმნით, პარტია ”მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას - 300 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას დაემატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსება და მოხდება მათი შეკრება. ამ გზითა და სქემით ”მრეწველები” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარ წევრს დანიშნავენ. შედეგად, კომისიაში ადგილს დაკარგავენ პარტია ”თავისუფალი დემოკრატები”.

XS
SM
MD
LG