Accessibility links

logo-print

ლევან იზორია თებერვალში ვარაუდობს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვას


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხის განხილვა თებერვალში მოხდება. მანამდე ბრიუსელში ჩასვლას იზორია „თანხების ფუჭ ხარჯვად“ და „კეკლუცობად“ მიიჩნევს. ”ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგებოდა ნატო-საქართველოს კომისია, მანამდე კი ნატო, მათ შორის რუმინეთი უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. საკითხი იქნება თებერვალში განხილული. მანამდე იქ ჩემი ჩასვლა იქნებოდა მხოლოდ ხარჯებთან დაკავშირებული", - ასე უპასუხა იზორიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იმყოფებოდა მინისტრი ოქტომბრის მინისტერიალზე, სადაც ბრიუსელში შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი განხილეს. როგორც იზორიამ აღნიშნა, საკითხის განხილვა ნატოს შტაბბინაში თებერვალში მოხდება, მანამდე კი სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG