Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ შულცი ტოვებს ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს


ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი აპირებს, დატოვოს აღნიშნული პოსტი და დაბრუნდეს გერმანულ პოლიტიკაში, რათა, სავარაუდოდ, მომავალ წელს მის პარტიასთან ერთად დაუპირისპირდეს ანგელა მერკელს, რომელიც მეოთხედ აპირებს კენჭისყრას კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად.ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციალ-დემოკრატმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ არ იყრის კენჭს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე და მომავალ წელს იბრძოლებს გერმანიის ბუნდესტაგში ადგილის მოსაპოვებლად. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აპირებს კენჭისყრას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე. ვარაუდობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შეცვლის მარტინ შულცი, რომელიც ანგელა მერკელის წინააღმდეგ იბრძოლებს კანცლერის პოსტის დასაკავებლად. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შულცს ამის თაობაზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG